ლოს ანჟელესში გამართული "ოსკარების" გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი წარმატებული აღმოჩნდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი".
"რევენანტმა" 12 ნომინაციიდან 3 ჯილდო მიიღო, ხოლო "შეშლილი მაქსი" წარდგენილი 10 ნომინაციიდან ექვსის გამარჯვებული გახდა.
წლის ფილმად "სფოთლაითი" დასახელდა; წლის რეჟისორის ნომინაციაში "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ გაიმარჯვა; წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო ლეონარდო დიკაპრიომ დაიმსახურა ფილმისთვის "რევენანტი"; წლის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის კი ოსკარი ბრი ლარსონს გადაეცა ფილმისთვის "ოთახი".