"ფრანის" სოლისტი გაგა ჩიხლაძე 26 მაისს ოზურგეთში ჩატარებული კონცერტით კმაყოფილია. მისი თქმით, ახალგაზრდებს ენატრებათ ცოცხალი შესრულება.
"ჯგუფ "ფრანისთვის" ბევრი სიახლე მოხდა – ქალაქ ოზურგეთში ჩვენი დებიუტი შედგა. მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. სიმართლე გითხრათ, ამ რეაქციას ველოდებოდი გურულებისგან. სტუმართმოყვარეობა არც არასდროზე ეშლებოდათ და არც ახლა ეშლებათ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს კიდევ ჩამოვიდე. მაგარი მსმენელია და ეტყობა, რომ ენატრებათ ცოცხალი მუსიკა. ყველას მოვუწოდებ, ვისაც შეუძლია, დატვირთონ ეს ქალაქები კონცერტებით. ყველაფრი ძალიან მაგარი იყო და მადლობა ოზურგეთს." – თქვა გაგა ჩიხლაძემ.