რამდენიმე საათის წინ გამოცემამ "La Nacion" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ამ ბეჭდვითი საშუალების ჟურნალისტებს არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ესაუბრა.
ლეომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თავისი თაყვანისმცემლების გასახარად არგენტინის ეროვნულ გუნდში კარიერის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა.
ლეო მესის განცხადებით ის მცირეხნიან „შვებულებას“ აიღებს და მიმდინარე წლის შემოდგომაზე არგენტინის ეროვნული გუნდის ორ შეხვედრას გამოტოვებს.
სექტემბერში მესის თანამემამულეები მსოფლიოს 2016 წლის პირველობის მორიგ ორ შესარჩევ შეხვედრას ჩაატარებენ ვენესუელასა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ. ამ თამაშების შემდეგ „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნაკრების მაისურს კვლავ მოირგებს.
La Nacion