ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნაზე ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთევან დუმბაძე იმყოფებოდა. სპექტაკლ "ბოშების" (რეჟისორი გიზო ჟორდანია) დასრულების შემდეგ “გურია ნიუსის" კითხვებს ქეთევან დუმბაძემ უპასუხა.
_ ქალბატონო ქეთევან, მოგეწონათ სპექტაკლი?
_ სპექტაკლი მომეწონა. თავისი ხედვა აქვს რეჟისორს და ყველანაირად მისაღებია. ჩემთვის უცნაური იყო, მაგრამ სიახლით და სხვანაირად იყო გაკეთებული.
_ რა იყო უცნაური?
_ ძირითადი საკვანძო ამბები გამოყენებული იყო და ეს იყო მთავარი. თავისი ისტორია ჰქონდა რეჟისორს გამოყენებული – გურიაში ბოშების ისტორია. ეს არ იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობა, მაგრამ ძირითადი დეტალები ჩადო სპექტაკლში რეჟისორმა.
ეს იყო ინტერპრეტაცია, ბატონი გიზოს მიერ დანახული.
_ ფესტივალის მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?
_ მივესალმები ფესტივალის ჩატარებას, ეს არის ოზურგეთისთვის და გურიისთვის ძალიან საამაყო. 10 დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო სპექტაკლს იხილავს მაყურებელი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.