2018 წელს,მოსკოვში, ფიფა-ს მსოფლიო თასის ფინალზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 1 000 დოლარს აჭარბებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს რიო დეჟანეიროში ფიფა-ს ფინალზე დასასწრები ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთი 990 დოლარი ღირდა, 2018 წელს კი 1100 დოლარი ეღირება.
რაც შეეხება ფინალზე დასასწრებ სხვა ბილეთებს, მათი ფასი 455 დოლარიდან 710 დოლარამდე იმერყევებს, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ბილეთებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი 105 დოლარიდან დაიწყება.
"გვინდა, რომ ბილეთების ფასი მატჩებზე დამსწრებთა მსურველთათვის ხელმისაწვდომი იყოს,"_აცხადებს ფიფა-ს გენერალური მდივანი, ფატმა სამოურა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.