რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში სამედიცინო უნივერსიტეტის მშენებლობის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა, დაახლოებით, 11 საათზე მოხდა _ ბეტონის სიმაღლეზე მიმწოდებელი მანქანა მაღალი ძაბვის სადენებს მიედო, რის გამოც ორ ადამიანს დენმა დაარტყა.
ორივე მათგანმა დამწვრობა მიიღო. დაშავებულები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში.