თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.
შარვაშიძემ აკადემიური საბჭოს წევრების 21 ხმა მოიპოვა.
აკადემიური საბჭო დაკომპლექტებულია 36 წევრისგან. რექტორის არჩევას 19 წევრის თანხმობა სჭირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის, არჩევნებში, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გია ბარამიძე მონაწილეობდნენ.