ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ოცდასამ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები პირველივე ტურში გამოვლინდა.
ყველა მათგანში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა პაატა კვიჟინაძეს ერგო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად საჩხერეში წარადგინა.
წინასწარი მონაცემების თანახმად, კვიჟინაძეს ამომრჩეველთა 89,06%-მა დაუჭირა მხარი.
კვიჟინაძე მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.
რაც შეეხება დანარჩენ გამარჯვებულებს: ზაზა ხუციშვილს ამომრჩეველთა 50,53% -მა დაუჭირა მხარი; მამუკა მდინარაძეს – 51,81 %-მა; ნინო გოგუაძეს – 51, 52%-მა; გიორგი ვოლსკის – 57, 32% -მა; ირაკლი შიოლაშვილს – 54,76%-მა; სავალან მირზოევს – 50,17 %-მა; გოდერძი ჩანქსელიანს – 54,07%-მა; გოგი მეშველიანს – 51,84%-მა; კახა ოქრიაშვილს – 66,31%-მა; რუსლან გაჯიევს – 54, 87%-მა; ზაქარია ქუცნაშვილს – 60,53%-მა; გიორგი თორთლაძეს – 52, 29%-მა; გედევან ფოფხაძეს – 51,39%-მა; ენძელ მკოიანს – 63,42%-მა;
ელგუჯა გოცირიძეს – 50,22%-მა; გიორგი ლილუაშვილს – 59,13%-მა; გრიგოლ მიქელაძეს – 57,72%-მა; ცოტნე ზურაბიანს – 52,69%-მა;
გოჩა ენუქიძეს – 58,38%-მა; არჩილ თალაკვაძეს – 53,2%-მა; ოთარ დანელიას – 51,24%-მა და ანზორ ბოლქვაძეს – 51,87%-მა.