დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. კვირიკაშვილმა სხვა ცვლილებებიც დაანონსა და აღნიშნა, რომ საბოლოო კონსულტაციებს მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამართავს:
"ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.