NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას, თქვენი აზრით, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხეს, 34% ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხეა რუსული სამხედრო აგრესია, 16% – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ასახელებს, 9% ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ ისლამურ სახელმწიფოს მიიჩნევს, ხოლო 12%-მა არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.