“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ჯერჯერობით არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება თუ ვის დააყენებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურად. “გურია ნიუსის” ინფორმაციით პარტია არჩევანს ორ კანდიდატს _ გია გოგუაძესა და კახა ასკურავას შორის გააკეთებს.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციაში არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე შერჩევის პროცესში არიან:
“თითქმის ყველაფერზე მიდის საუბარი, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვართ. სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ყველაფერზე ვიქნებით ჩამოყალიბებულები, ცენტრაულრ ოფისთანაც შევათანხმებთ და ოფიცილურად განვაცხადებთ. წინასწარ კი იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ბევრი სიურპრიზი იქნება,” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ.
აღსანიშნავია, რომ გიაგოგუაძე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ლანჩხუთის გამგებელი იყო. რაც შეეხება კახა ასკურავას, ის ჯერ გურიის გუბერნატორის მაოდგილე იყო, შემდეგ კი ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობას ასრულდებდა.
ორივე მათგანი ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან.