ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა. ინფასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული ღონისიძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. პროექტის განსახორციელებლად 393 392 ლარი დაიხარჯება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის მიზნობრივი პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა. (R)