ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძესთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული და ეკოპლაჟზე მიმდინარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყო მწვანე ზოლი, დამონტაჟდა განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ბილიკები, სადაც სკამები განთავსდება.
წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი მოეწყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 508 000 ლარი დაიხარჯა. (R)