სარაგბო კლუბმა ”არწივები” საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატში პირველი მატჩი ბოლნისის ”ყოჩებთან” ჩაატარა.
შეხვედრა, რომელიც ორივე ტაიმში ”არწივები”-ს უდავო უპირატესობით მიმდინარეობდა საბოლოოდ, ფრედ, 17:17 დასრულდა.
შეხვედრაზე ”არწივებს” ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე გულშემატკივრობდა.
”წლევანდელი სეზონის პირველივე მატჩი ”არწივებმა” ლიგის უძლიერეს გუნდთან ჩაატარა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატში წარმატებულად ვიასპარეზებთ. მე, როგორც ყოველთვის, ჩვენი ბიჭების დიდი გულშემატკივარი ვარ. რადგან თითოეულ მათგანში მონდომებას და საჭირო პოტენციალს ვხედავ.” – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
სამომავლოდ, ქალაქ ოზურგეთში სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება და რაგბის სტადიონს რეაბილიტაცია ყველა საჭირო სტანდარტის გათვალისწინებით ჩაუტარდება.