“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასზე ასახული პირი 22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაქცეული, სავარაუდო ტერორისტია, არასწორია.
ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნება სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთ ერთია.
ჯერჯერობით უცნობია მისი ვინაობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ რომ მიმდინარეობს ლიკვიდირებულების იდენტიფიკაცია.
უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაწყებულია.































































