რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის ცენტრალურ მაგისტრალზე. მერაბ ახობაძის სახელობის ხიდთან ავტომანქანა 17 წლის მოზარდს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მან გზაზე გადაირბინა და ავტომანქანის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება:
_ პირველადი დათვალიერებით ფეხები აქვს მოტეხილი, _ გვითხრეს ექიმებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.































































