ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ლავრენტი ბიგვავა აირჩიეს.
მას მხარი საკრებულოზე მყოფი 44 დეპუტატიდან 37-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოზურგეთის მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე აირჩიეს დავით დარჩია, ხოლო მისი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე გახდა.



































































