“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანია თავიანთი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩევა, რასაც ,,ქართული ოცნება“ არ დაუშვებს. მისი თქმით მმართველი გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატი ნინო ლომჯარია ამ თანამდებობისთვის შესაფერისია.
“მოგეხსენებათ, ყველა ხელისუფლების წინაშე არსებობს ცდუნება, რომ მათ თავიანთი მოწონებული, თავიანთი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ. ჩვენ ამ ცდუნებას ბუნებრივია არ ავყვებით, რადგან ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და ვიფიქროთ მომავალზე.
ნინო ლომჯარია მიუხედავად იმისა, რომ იქნება ძალიან კრიტიკული, ის არის ამავე დროს ობიექტური ადამიანი, პროფესიონალი, კარგი იურისტი, ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იქნას წარდგენილი სახალხო დამცველის კანდიდატად” – განაცხადა მდინარაძემ.




































































