2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დაფინანსებას 18 პოლიტიკური პარტია მიიღებს. შესაბამისი განკარგულება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.
პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მაღალ დაფინანსებას ,,ქართული ოცნება“ მიიღებს, წლიურად 2, 081, 038 ლარს. თამარ ჟვანიას განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე წლიურად შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წლიურად _ 2, 081, 038 ლარი (ყოველთვიურად – 173, 420 ლარი); „თავისუფალ დემოკრატები“ _ 512,196 ლარი; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ _ 472,812 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 991,726 ლარი;
„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ _ 378,849 ლარი; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” _ 378,849 ლარი; „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“_ 1,036,126 ლარი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507,174 ლარი; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 87, 024 ლარი; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241,625 ლარი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,270,995 ლარი; „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშრი“ – 87,024 ლარი; „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 87,024 ლარი; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი; „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 18 პოლიტიკური პარტია წლის განმავლობაში სელისუფლებისგან ჯამში 8 939 157 ლარს მიიღებს.




































































