ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” დაღუპულ 21 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდის გიორგი (კუკური) მორთულაძის ოჯახს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურა პატარიძემ და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ მიუსამძიმრეს.
პატარიძესთან და მეუფესთან ერთად სამძიმარზე გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობა მორთულაძის ოჯახს 10 000 ლარს გადასცემს და დაკრძალვის ხარჯებსაც დაფარავს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაც დაეხმარება.
გიორგი მორთულაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ამავე თემაზე: ვინ იყო ჩოხატაურელი ახალგაზრდა, რომელიც “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა
“ლეო გრანდში” დაღუპულის მამა: 5 ადამიანი გადაარჩინა და თავად ვეღარ მოახერხა გამოსვლა

































































