ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით, მერიის გარემოსდაცვითი კამპანია – „ერთად ვიზრუნოთ ჩვენs ქალაქზე“ გრძელდება. აქციის ფარგლებში, ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით, თამარ მეფის სანაპიროზე და დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწის ნაკვეთებისა და ჯიხურების მეპატრონეებს მიეცათ მითითებები ტერიტორიების მოსაწესრიგებლად.
კამპანიის ფარგლებში, აქტიურად დაიწყო ტერიტორიების მოწესრიგება. დასუფთავდა ფართები და გახორიციელდა უსახური შენობების დემონტაჟი.
„ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე“ აქციის მიზანია სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში მსგავსი ხასიათის აქციები მუნიციპალიტეტში სისტემატურად ჩატარდება. (R)