ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეები” იქმნება.
ფრაქციის დარეგისტრირების საკითხი 9 იანვარს ბიუროს სხდომაზე გავიდა.
ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეები” სამი წევრითაა წარმოდგენილი, მას გენო ჩავლეშვილი უხელმძღვანელებს, მოადგილედ ხათუნა ცერცვაძე აირჩიეს, ხოლო მესამე წევრი სოფელ ჯუმათის მაჟორიტარი მერაბ ბერიძეა.