https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხმოვანი კინო _ მნიშვნელოვანი გარდატეხა საბჭოთა ხელოვნებაში

19:01; 25.01.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1932 წელს მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხასაბჭოთა და შესაბამისად, ქართულ ხელოვნებაში. საბჭოთა ხელოვნების შემოქმედებით მეთოდად გამოცხადდა სოცრეალიზმი. წინა წლებში წარმატებით დაწყებული კინოაღმოჩენები და ძიებები ,,კოსმოპოლიტიზმისა” და ,,ფორმალიზმის” წინააღმდეგ გამოცხადებულმა ბრძოლამ შეაფერხა. იმ წელს გააუქმეს ხელისუფლებისაგან ასე თუ ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციები, გამოცხადდა შესრულებულად პირველი ხუთწლედის გეგმა და კულაკთა კლასიც განადგურებულად გამოცხადდა.

ამასობაში მოახლოვდა ხმოვანი კინო. პირველ ხმოვანი ფილმი ,,დონ ჟუანი”, ჯონ ბერიმორის მონაწილეობით  Warner Brothers-მა 1926 წელს გადაიღო, იქამდე გამოდიოდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სიუჟეტები, სადაც ადამიანები მღეროდნენ და ანეგდოტებს ყვებოდნენ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდა ,,ჯაზის მომღერალი”, რომელიც მიჩნეულია პირველ ხმოვან სურათად.  ხმამ ბევრი რამ შეცვალა, მოიტანა უამრავი ინოვაცია როგორც შემოქმედებით, ასევე, რასაკვირველია, ტექნიკურ სფეროში. ხმის მოსვლასთან ერთად ტაპიორებისა და ორკესტრების აუცილებლობა აღარ იყო საჭირო, ამიტომ უამრავი მუსიკოსი უფუნქციოდ დარჩა, მათ შორის მაღალი კლასის პროფესიონალებიც. ბევრი კარგი მსახიობი, რომელსაც არ ჰქონდა კარგად დაყენებული ხმა, ან ტემბრი არ უვარგოდა ან აქცენტი გააჩნდა, სამუშაოს გარეშე დარჩნენ, მუნჯ კინოში ისინი ვარსკვალავები იყვნენ, ხმოვანში კი მათ შესაფერისი ხმოვანი მონაცემები არ გააჩნდათ (მაგალითად, ნატო ვაჩნაძე ,,უკანასკნელ მასკარადში” ხმას არ იღებს, რადგან მის ქართულს რუსული კილო დაჰკრავდა).

ბევრმა კარგმა მსახიობმა ეკრანზე სცენური მანერულობა გადაიტანა, საუბრობდნენ ძალიან მკვეთრად, გამოკვეთილად, ისე თითქოს სცენაზე იდგნენ და ცდილობდნენ, ქანდარაზე მსხდომებისთვისაც ხმა მიეწვდინათ. ისინი მშვენიერი მსახიობები იყვნენ, ფილმებშიც პატიჟებდნენ ხოლმე, მაგრამ კინოს სპეციფიკას ალღო ვერ აუღეს, თეატრალურ მსახიობებად დარჩნენ. მექანიკურად მოხდა წარწერების ტრანსფორმაცია დიალოგებში, პლაკატურ-ლოზუნგური ხასიათის ტიტრები თავდაპირველად უცვლელად გადმოვიდა დიალოგებში და მსახიობები კი არ საუბრობდნენ, არამედ ლოზუნგებს ისროდნენ, რაც ნაღდი უაზრობა იყო. ზოგიერთმა კინოს გახმოვანება-ახმაურება ვერ აიტანა და თავი მოიკლა, ზოგი გალოთდა, სხვა დეპრესიამ იმსხვერპლა. ბევრი ხელოვანი ხმის შემოსვლას ეწინააღმდეგებოდა, არ სჯეროდა მისი მომავლისა, მათ შორის იყვნენ ბასტერ კიტონი, დეივიდ უორკ გრიფითი, ვიკტორ შესტრომი, ვსევოლოდ პუდოვკინი, კინგ ვიდორი, რენე კლერი, სერგეი ეიზენშტეინი, ჩარლი ჩაპლინი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: მეცოდება მუნჯი კინო, რა სიამოვნება იყო გეყურა, როგორ აღებდა ქალი პირს და ხმა არ ისმოდაო. ძველი კინოს მოღვაწეები ისევ განაგრძობდნენ მუნჯი ფილმების გადაღებას, საბჭოთა კავშირში თუმცა აღიარებდნენ ფილმში მუსიკისა და სხვადასხვა ხმაურების აუცილებლობას, მაგრამ მათი აზრით, დიალოგი ხელს შეუშლიდა მის რიტმს. სხვათაშორის, გადაღებაც და მონტაჟიც ძველებურ ყაიდაზე მიმდინარეობდა, ანუ მოკლე კადრებით, რის შედეგად მსახიობები ვერ ასწრებდნენ საკუთარი დიალოგების წარმოთქმას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ახალმა ტექნიკურმა გამოგონებამ გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ხმოვანი კინოს საწყის ეტაპზე გადასაღებ მოედანზე ხმის ოპერატორები იქცნენ სრულ ბატონ-პატრონებად და სწორედ ისინი იძახდნენ – გადაღებულია! და არა რეჟისორი, მაგრამ მათ დიქტატს მალე მოეღო ბოლო. საქართველოში იმ პერიოდის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის კომედია ,,ნახვამდის” (1934), რომლის მოქმედება 1905-07 წლებში ხდება.

ფილმის ორიგინალური კომპოზიცია აერთიანებდა დრამატულ მოქმედებას – მეტეხის ციხდან რევოლუციონერის გაქცევის დაძაბულ სიუჟეტს და ორი მოძულე ძმის – თავადების სასაცილო დავის სატირულ და იუმორისტულ ეპიზოდებს, რომლის ერთობლიობა სურათს გროტესკულობას ანიჭებდა და სწორედ ამან განაპირობა ფილმის კომედიური ბუნება. ფილმში გაქილიკებულია ცარიზმის ბიუროკრატიული აპარატი და ქართველი თავად-აზნაურობა. ,,ნახვამდის” სამი თვის განმავლობაში გადიოდა თბილისის კინოთეატრებში, პრესამ მას ,,განსაკუთრებული კინემატოგრაფიული მოვლენა” უწოდა. ფილმი შემდეგ გაახმოვანეს, ბევრი მას პირველ ხმოვან ფილმად მიიჩნევს.  ფილმის რეჟისორმა გიორგი მაკაროვმა კარიერა როგორც მსახიობმა დაიწყო, მან პერესტიანის ფილმში გერმანელი ოფიცრის როლი შეასრულა, ამავე დროს იყო მისი ასისტენტიც. მაკაროვი აგიტპროპფილმებსაც იღებდა, 1930 წელს მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,აფსნების ქვეყანა”, სწორედ იმ წელს აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.  მაკაროვის კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა – ,,ნახვამდის” შემდეგ ის, თითქოსდა ავადმყოფობის გამო, კინოს საერთოდ განერიდა; მაგრამ ამბობენ რომ მიხეილ ჭიაურელმა ვერ აიტანაო კონკურენტის გამოჩენა, რომელსაც მისი დაჩრდილვა შეეძლოო. იმხნად ჭიაურელი საბჭოთა კინოში უკვე გავლენიანი ადამიანი იყო და რაღაც მანქანებით მაკაროვი მოიცილა თავიდანო. ასე თუ ისე, ქართულ კინოს ნიჭიერი კაცი ჩამოაშორეს. ალბათ, ისიც სიმბოლურია რომ კინემატოგრაფთან მისი დამშვიდობება და მისი უკანასკნელი ქართული უხმო ფილმის სახელწოდება არის ,,ნახვამდის”.  მუნჯი კინო წარსულს ჩაბარდა, საბჭოთა კავშირმა და მასთან ერთად საქართველომ დიდი ტერორის ეპოქაში შეაბიჯა, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურს იყო მორგებული. მომდევნო წლების განმავლობაში, რათა გაქცეოდენენ იმ სიცრუესა და ტყუილს, რაც გაბატონებული იყო მთელ საბჭოთა იმპერიაში, ქართულ კინემატოგრაფში, შეიქმნება ე. წ. ეზოპეს ენა. სინამდვილეს ვერ იტყოდი, ამიტომაც უნდა გეცრუა, ქარაგმული ენით უნდა მოგეთხრო და გადმოგეცა იმდროინდელი სინამდვილე, რაშიც ქართველებმა უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს, მაგრამ… ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი ნიშან-მახასიათებელი, თუ რატომ აირჩა თხრობის ასეთი გზა: ქართველს ეშინოდა და ეშინია რეალობისა და ყოველთვის გაურბის მას. ამაში ვიღაცა დამეთანხმება, ვიღაც, არა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. მთავარია, რომ არ დავკარგოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც მიუხედავად ყველანაირი სიძნეელებისა და წნეხისა, სუფთა და მართალი რჩებოდა საკუთარი სინდისის წინაშე და ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს, რომელთაც დროთა ქარტეხილებს გაუძლეს, დღეს კი ჩვენ, მათი შექმნილით ვამაყობთ.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგოლი კარასინის განცხადებას პასუხობს

"ქრისტესაც თავის დროს ჩაუდეს" _ კოტე იოსელიანი

ყველა სიახლე

საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო