დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
აღნიშნულის შესახებ გედევან ფოფხაძემ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.
გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინია კაკაბაძე გახდა.
კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სდომაზე დღეს გაიმართა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. 23 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღესვე, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.
1tv.ge