ალბათ, გაინტერესებთ, ქართველი მსახიობი არჩილ გომიაშვილი როგორ აღმოჩნდა თავის დროზე გახმაურებული სურათი „თორმეტი სკამის“ მთავარი გმირის – ოსტაპ ბენდერის როლის შემსრულებელი. ამ ისტორიას ბატონი მიშა გომიაშვილი გაიხსენებს.
„მამას ერთი მსახიობის, პანტომიმის თეატრი ჰქონდა და თავისი ბენდი ჰყავდა – „დიქსილენდი”. მარტო თამაშობდა ხოლმე შვიდ და რვა როლს ერთად.
ერთ-ერთ მის წარმოდგენას ერქვა „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე”, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. გასტროლებზე იალტაშიც იყო. მის იქ ყოფნას დაემთხვა „12 სკამის“ გადაღებები.
ფილმის პირველი სერია უკვე დამთავრებული იყო და ოსტაპ ბენდერის როლზე ცნობილი მსახიობი, ბელიავსკი ჰყავდათ. ფილმის დირექტორმა შემთხვევით წაიკითხა მამას აფიშა და სპექტაკლის სანახავად წავიდა. პირველი აქტის დასრულების შემდეგ გაიდაის მოსაყვანად გავარდა.
იმდენად მოეწონათ მამა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყეს. მერე ჭორი წავიდა, ვითომ მამაჩემს გაუგზავნია გაიდაისთვის დეპეშა – ჩამოვდივარ და დამხვდითო. ქვემოთ კი, „ოსტაპ ბენდერი“ მიუწერია“.