ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალს მავნებელი მწერი ჩამოჰყვა.
“რამდენიმე წუთის წინ მივიღე ხორბალი კახეთიდან, ხორბალთან ერთად ფაროსნებიც მრავლადაა შიგნით, მკვდარიც და ცოცხალიც”, _ ამბობს ქალაქის ცენტრში არსებული მარცვლეულის მაღაზიის მეპატრონე.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების შემდეგ აღნიშნულ მაღაზიაში მდგომარეობის შესასწავლად სურსათის უვნებლობის თანამრომლებიც იმყოფებოდნენ.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ლანჩხუთში კახეთიდან შემოტანილ ხორბლის მარცვალში აღმოჩენილი მავნებელი არ არის აზიური ფაროსანა. იგი ადგილობრივი მავნებელი _ კუსებრი მავნებელია, რომელიც ხშირად გვხვდება ხორბალში და აზიური ფაროსანასგან განსხვავებით, ის კონტროლს ექვემდებარება.