სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ, საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, რამაც, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო მთიან ზონაში თოვლმა ზვავების ფორმირება.
„17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვა და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, _ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.