რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში შოტოკან კარატეს მსოფლიოს მეათე ჩემპიონატზე, სადაც 48 ქვეყნის 1300 მონაწილე შეიკრიბა, საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის აღება შესძლო. გამარჯვებულთა შორისაა ლანჩხუთელი კარატისტი მანუჩარ ჩხაიძე, რომელმაც საკუთარ აქტივში ვერცხლის მედალი და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიითვალა.
გადაწყდა, რომ მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატს ანტალია უმასპინძლებს მაისის პირველ კვირას, მანამდე ქართველ კარატისტებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, რომლის მასპინძელიც 2019 წლის ოქტომბერში ბათუმი იქნება.