კანარის კუნძულების მთავრობამ არქიპელაგის 5 კუნძულზე ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროების გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. შესაბამის განცხადება ხელისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„23 აგვისტოს 8:00 საათიდან კანარის კუნძულების მთავრობა კუნძულებზე იერო, პალმა, გომერა, ტენერიფე და გრან-კანარია ტყის უმაღლესი დონის განგაშს აცხადებს ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროების გამო“, – წერია განცხადებაში.
განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მთავრობამ კუნძულ გრან-კანარიაზე მძვინვარე ხანძრის სტაბილიზაციის შესახებ განაცხადა. ხანძარი 17 აგვისტოს გაჩნდა და 12 000 ჰექტარის ფართობზე იყო მოდებული, ბოლო მონაცემებით სტიქიის გამო 9.800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მთავრობის ინფორმაციით ამ ეტაპზე ყველა მათგანი სახლებში დაბრუნდა.