საქართველოს ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია “112”-ის ეთერში განაცხადა, რომ დღევანდელ უკრაინაში ცხოვრება გაცილებით უარესია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს.
“არასდროს არ ყოფილა უკრაინის ქალაქები ასეთ ცუდ ფორმაში და ყოველ წელს მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება”, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, მთელი მსოფლიო წინ მიდის და ვითარდება: “უკრაინელებს, დამოუკიდებლობის პერიოდში არ უნახავთ წარმატების მაგალითი _ ახლა მთავარია, რომ მოხდეს გარღვევა _ რომ ხალხმა უნდა დაიჯეროს, სადღაც რაღაც გამოდის”.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინა შეიძლება რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალოს და ხაზი გაუსვა, რომ კიევისთვის აუცილებელია პოლიტიკური სისტემის კორექტირება, რომლის გარეშეც სახელმწიფოს ერთიანობა საფრთხის ქვეშ დადგება.
“იქნებიან არა მხოლოდ ქურდები, იქნება სეპარატიზმი და უკრაინა რეალურად ჩამოიშლება”, _ თქვა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ადგილობრივმა ოლიგარქებმა ქვეყნის სხვადასხვა ადგილები “გაავსეს ფულით და საკუთარი არმიებით”:
“ეს ხალხი ტყუილად არსად არ მიდიან _ ისინი ამზადებენ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ უკრაინა გადაიქცეს კიდევ ხუთ „უკრაინად”, _ თქვა სააკაშვილმა.