შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების განცდა იზრდება – შოკოლადი ორგანიზმში წარმოქმნის ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს, შესაბამისად, ადამიანი მისი საშუალებით პოზიტიურ განწყობაზეა. ენდორფინების გააქტიურება იწვევს ტკივილის შემსუბუქებას. სწორედ ამიტომ აქვს შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
შოკოლადი აუმჯობესებს გულის მუშაობის ხარისხს – შოკოლადი გულ- სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარი წამალია. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. რაც უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევთ, მით უფრო მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის ალბათობა.
შოკოლადი სასარგებლოა ტვინის უკეთ მუშაობისთვის – ჰარვარდის მედიცინის სკოლის მკვლევართა დასკვნით, თუ დღის განმავლობაში ორ ჭიქა ცხელ შოკოლადს მიირთმევთ, გონება უფრო სხარტად იმუშავებს და უფრო მარტივად შეძლებთ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას.
შოკოლადი სასარგებლოა ორსულებისთვის – შოკოლადი სასარგებლოა როგორც ფეხმძიმესთვის, ასევე მუცლად მყოფი ნაყოფისთვისაც. ფინური კვლევის თანამხად, ფეხმძიმეს, რომელიც შოკოლადს მიირთმევს, არ აწუხებს სტრესი, ხოლო მისი შვილი უფრო ხშირად იღიმის და კარგ ხასიათზეა.