კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 600-ს აჭარბებს, ვირუსით კი 79 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.
როგორც Aljazeera იუწყება, კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ქუვეითში, ბაჰრეინში და ავღანეთში.
თურქეთმა, პაკისტანმა და სომხეთმა ირანთან საზღვრები ჩაკეტეს.
კორონავირუსი გავრცელდა იტალიაშიც, სადაც დადასტურებულია ვირუსის 152 შემთხვევა, 4 ადამიანი კი დაიღუპა.