არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძის ინფორმაციით, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, „კავკაზუსცემენტმა“ აჭის ხეობაში, ისევ გააგრძელა ქვიშა- ღორღის ამოღების პროცესი.
გორდელაძე მედიასთან საუბრის დროს ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას ლიცენზია აქვს მოპოვებული, მაგრამ ლიხაურელები ქვიშა-ღორღის ამოღებას აჭის ხეობაში მათ არ დაანებებს.
ლიხაურელები აცხადებენ, რომ ,,კავკაზუსცემენტთან,, მოლაპარაკებაზე იმ შემთხვევაში დაჯდებიან თუ ისინი აჭის ხეობას შეეშვებიან და აქ სამუშაოებს შეწყვეტენ და ლოკაციას სხვა ადგილზე აჭის ხეობის იქეთ მოძებნიან.
სოფელ ლიხაურში დაგეგმილია სოფლის კრების ჩატარება, სადაც ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებენ.