დღეს თებერვლის ბოლო დღე, 29 თებერვალია, რაც 4 წელში ერთხელ ხდება.
29 თებერვალთან დაკავშირებით სხვადასხვა ტრადიციები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ირლანდიური ტრადიციაა.
მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინება, ხელის თხოვნა ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი, ირლანდიაში 4 წელიწადში ერთხელ, 29 თებერვალს გასათხოვარ ქალებს უფლება აქვთ მამაკაცს დაქორწინება თავად შესთავაზონ, კაცს კი თხოვნაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრადიცია სათვეს მე-5 საუკუნედან იღებს. როდესაც წმ. ბრიჯიდმა შესჩივლა წმ. პატრიკს, რომ ქალებს ხანგრძლივი ლოდინი სჭირდებათ, ვიდრე კაცები დაქორწინებას შესთავაზებენ.
ტრადიცია ირლანდიიდან შოტლანდიაში გავრცელლდა.
1288 წელს შოტლანდიელებმა მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, ქალს ნაკიან დღეს შეეძლო კაცისთვის დაქორწინების შეთავაზება ოცნების კაცისთვის, ვინც ამ შეთავაზებაზე უარს იტყოდა დააჯარიმებდნენ.
ჯარიმა ითვალიწინებდა აბრეშუმის კაბას ან ხელთათმანებს.
29 თებერვალს, გარდა ნაკიანი დღისა, მარტოხელების დღესაც უწოდებენ.