გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში იწვის ქარსაცავი ზოლი, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 60-მდე მეხანძრე მაშველი; მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცეცხლი საგაზაფხულო სამუშაოების შესრულების დროს გაჩნდა.
ვაკიჯვარში არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.