„ნახეთ ჩვენი სპექტაკლები სახლიდან გაუსვლელად“ – ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრმა თავის მაყურებლისთვის ონლაინ სპექტაკლების ჩვენება დაიწყო.
მარტის თვეში ოზურგეთის თეატრის ფეისბუქგვერდზე ხუთი სპექტაკლის გამოქვეყნება მოხდა.
„გურია ნიუსი“ გთავაზობთ ამ კვირის განრიგს:
1 აპრილი- „წერილი ჯერალდინას“,
2 აპრილი -„პატარა უფლისწული“,
3 აპრილი -„პეპი გრძელი წინდა“,
4 აპრილი-„იქ სადაც მუნჯები ლაპარაკობენ“.
სპექტაკლების ნახვას ფეისბუქის საშუალებით 20:00 საათზე შეძლებთ.