წუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი უცებ გარდაიცვალა.
_აბსოლუტურად არაფერი აწუხებდა. არავის გაუგია მისი ავადმყოფობა. აბაზანაში შესული, მოულუდნელად ცუდად გამხდარა, წაქცეულა და ოჯახის წევრებმა ამ მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო დახმარებას მიმართეს, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ოჯახის რამდენიმე ახლობელი.
_საავადმყოფოში, ფაქტობრივად, გარდაცვლილი შემოიყვანეს. ეს არის ოზურგეთში მცხოვრები 44 წლის მამაკაცი, რომელიც აბაზანაში ნახეს წაქცეულ მდგომარეობაში, _ გვითხრა ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ.