სენაკში, 57 წლის პაციენტის პასუხს COVID-19-ზე ლუგარის ლაბორატორიიდან ამ დრომდე ელოდებიან.
ქალბატონი ცხელების ცენტრში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი მეუღლე დღეს დილით ტემპერატურით გარდაიცვალა. როგორც სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ოჯახი მარტო ცხოვრობდა და მათ მოგზაურობის არანაირი ისტორია არ გააჩნიათ. ქალბატონი ამდროისთვის ცხელების ცენტრში, ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.