BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მაუწყებლის ცნობით, ევაკუაციის მიზეზი ბენგალის ყურეში სუპერ ციკლონური ქარიშხლის მოახლოებაა.
მოსალოდნელია, რომ ევაკუაცია ხვალ დილამდე გაგრძელდება.
სახელმწიფო ცდილობს ევაკუირებული მოსახლეობისთვის თავშესაფრის პოვნას.
BBC –ის ინფორმაციით, ეს იქნება პირველი სუპერ ციკლონური ქარიშხალი ბენგალის ყურეში, 1999 წლის სუპერ ციკლონის შემდეგ, რომელმაც დაარტყა ორისას სანაპიროს და იმსხვერპლა 9000-ზე მეტი ადამიანი.