საფეხბურთო კლუბი “საბურთალო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ვიდეოს, რომელიც 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძღვნება.
“ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ, დაკარგა ფეხბურთმა, დაკარგა ქვეყანამ! “ – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
19 წლის გიორგი შაქარაშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი მყვინთავებმა მისი ცხედარი წყალში იპოვეს.