ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომესაც პანდემიად გარდაქმნის პოტენციალი აქვს.
როგორც BBC იუწყება, მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსი ცოტა ხნის წინ გაჩნდა ღორებში, მაგრამ ადამიანების დაინფიცირებაც შესაძლებელია.
მკვლევარები შეშფოთებულნი არიან, რომ იგი შეიძლება ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური პანდემია.
მეცნიერების თქმით, ღორებში ვირუსის კონტროლი და ღორების ინდუსტრიის მუშაკების მჭიდრო მონიტორინგი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახორციელდეს.