ავტომობილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ თბილისში ცეცხლი გაუხსნეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე- პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის.
როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა,სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.
“არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირო იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ”, – განაცხადა სულაბერიძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.