“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ოფისში გატარებულია ყველა ის ღონისძიება, რაც ეპიდემიოლოგიური პროტოკოლებით არის განსაზღვრული, ჩატარდა დეზინფექცია.
დადასტურებულ შემთხვევასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ, ხოლო ოფისის თანამშრომლებს ინტენსიური ტესტირება უტარდებათ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.