ვრჩები ,,ბარსელონაში“ და ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება მიუხედავად იმას, თუ როგორ მინდოდა წასვლა. ამის შესახებ ,,ბრსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ Goal.com– თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თმით, ახალი მიზნები ჰქონდა, თუმცა, 700 მილიონი ევროს გადახდა არარეალურია, ამიტომ ,,ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა.
,,მთელი წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ეს სეზონი ,,ბარსელონაში“ ჩემთვის ბოლო უნდა ყოფილიყო. კლუბის ხელმძღვანელობა მეუბნებოდა, რომ სეზონის დასრულებამდე შემეძლო გადაწყვეტილების მიღება წასვლის ან დარჩენის შესახებ. როდესაც სეზონი დასრულდა, კლუბს ვაცნობე, რომ აღარ ვაპირებდი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას და წასვლა მსურდა. ხელძღვანელობამ კი განაცხადა, რომ წასვლის შესახებ 1 ივნისამდე უნდა მეცნობებინა და ახალი კონტრაქტის გაწყვეტა მხოლოდ 700 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რაც არარეალურია, ამიტომ ,,ბარსელონაში“ დარჩენა გადავწყვიტე“, – განაცხადა მესიმ
ასევე, ბარსელონას კაპიტანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად წასვლის სურვილისა, ბარსელონას მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება.
,,არსებობდა სხვა გამოსავალიც _ კლუბთან დავა სასამართლოში გამეგრძელებინა, მაგრამ ამას არასდროს ვიზამდი. ეს მთელი ცხოვრების გუნდია. ,,ბარსელონამ“ მომცა ყველაფერი, მე კი მისთვის თავი არ დამიზოგავს. არასდროს მქონია აზრად, ,,ბარსელონასთვის“ სასამართლოში მეჩივლა. ვრჩები ,,ბარსელონაში“ და ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, თუ როგორ მინდოდა წასვლა. გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია. არ მიყვარს წაგება და ყოველთვის მოგებაზე ვარ ორიენტირებული. ახლა გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც ახალი იდეებით მოვიდა. ვნახოთ, მოგვცემს თუ არა ეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობას“ – განაცხადა მესიმ.