დღეს, ქალაქ ქუთაისში “მწვანე თეატრი“ გაიხსნა. გახსნის დროს გაიმართა დაჯილდოება, სადაც ოზურგეთელმა მსახიობმა თამარ მდინარაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია.
“ჩვენი თეატრის მსახიობი თამარ მდინარაძე – წლის საუკეთესო მსახიობი ქალი საქართველოს თეატრალური საზოგადოების კონკურსში _ “წლის საუკეთესო სცენური ქმნილება”, გამარჯვებულია“, – ამ ინფორმაციას ოზურგეთის თეატრის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.