„ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნები სხვადასხვა უბნებზე ძალადობრივ და ნეგატიურ ფონზე მიმდინარეობს.
„კრწანისის მე-5 ოლქში, რამდენიმე ადამიანმა სცადა მარკირების მოშორება და საარჩევნო უბანზე მეორედ შევიდა და მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა რეაგირება მოახდინა, რამაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები გააღიზიანა. აღნიშნულ დარღვევაზე რამდენიმე ვიდეოც გვაქვს ფაქტის სახით, ეს არის უხეში დარღვევა რასაც რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ეს არის თბილისში უკვე მე-4 კარუსელი, რომელიც ადასტურებს იმას,რომ დარღვევას აქვს სისტემური ხასიათს.
ასევე მთაწმინდის 15-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის გადაცემის ფაქტი, აგიტატორები საკუთარი სიებით ცდილობენ მობილიზება გაუკეთონ პარტაქტივებს და ღიად გადასცენ თანხა.
ამ ნეგატიურმა და ძალადობრივმა ფონმა მიიღო სისტემური ხასიათი.გვინდა გამოვეხმაუროთ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების სხვადახვა უბნებზე ყოფნას, რომლებიც ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე,“– ამბობს „ლელოელი“ საბა ბუაძე.