ჩოხატაურში, ბოლო რამდენიმე დღის მონაცემთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები შემთხვევა გასულ 24 საათში დაფიქსირდა.
სულ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 8 დადებითი პასუხი 38 პსრ ტესტიდან, 1 კი სწრაფი ტესტის შედეგად გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურმა, ეკა მათითაშვილმა გაავრცელა.
„ეს თუ ასე გამახარებდა და აქ აღვნიშნავდი ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი! 38 პისიარი ტესტიდან მხოლოდ 8 დადებითი პასუხი მოვიდა, დაემატა ერთი სწრაფი. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!“,_ წერს ეკა მათითაშვილი.