ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 2515 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2309 ადამიანი, გარდაცვლილია 23.