გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ უახლეს ცნობებს აქვეყნებს.
სინოპტიკოსები დღეს ქუთაისში მცირე ნალექს ვარაუდობენ. დღისით +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშც. დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექია შესაძლებელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. იწვიმებს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმაა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +10 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +10 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, +6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
გორში დღისით მცირე ნალექი და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლი და +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამე კი -3 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანია დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. +16 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი.