ჩოხატაურში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 დაბაში, 1 კი ბუკისციხეში დაფიქსირდა.